დაახლოებით სამი თვე გავიდა, რაც ცოლი დავკარგე. სამი თვე გავიდა, თუმცა ეს დრო იმეზე მეტად მეჩვენება, ვიდრე რეალურად არის . გადავწყვიტე ქალაქი დამეტოვებინა და ჩემ თავთან დავრჩენილიყავი მარტო, ალბათ, ეს გადაწყვეტილება არაპრაქტიკული იყო, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოვიქეცი .
ქალაქგარეთ წავედი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად, ამიტომ არც ვიტყვი . ტყესთან დავტოვე მანქანა და კარვითა და სხვა აუცილებელი ნივთებით შევედი ტყეში. სანამ დაღამდებოდა ხეებს შორის დავხეტიალობდი და ხეთა ტოტებიდან შემოჭრილ სინათლეს მივუყვებოდი . როცა მოსაღამოვდა, კარავი გავშალე და მალევე მიმეძინა .
შუა ღამეს გამეღვიძა. თითქოს მგლები ყმუოდნენ, თუმცა ეს უფრო მისტიური არსების ხმას გავდა, ვიდრე აქამდე არსებული რომელიმე ცხოველის . კარავიდან გამოვედი და იასამნისფერი ნათება შევნიშნე, რომელიც ლურჯ ფერში ირეოდა . ნათება ხეებში იჭრებოდა და მარტივი გასარკვევი იყო თუ საიდან იღებდა სათავეს . ოდნავ წინწკლავდა და ელავდა, თუმცა ჭექა ნაკლებად იქცევდა ყურადღებას ნათების ფონზე . იასამნისფერ სხივებს გავყევი და მაღალ გოთიკური სტილის სახლს მივადექი, რომელსაც ლურჯ-იასამნისფერი ნათება დასთამაშებდა . მთვარე ანათებდა მის ბნელ ფანჯრებს და ჭექისაგან გამოწვეულ თეთრ ნათებას ირეკლავდა ეს სიბნელე . საკმაოდ საშიში და ამავდროულად ამაღელვებელი პეიზაჟი გადაიშალა ჩემ თვალწინ .
რაც არ უნდა უცნაური იყოს, გადავწყვიტე სახლში შევსულიყავი . რკინის მაღალი კარები მარტივად შევაღე და შევედი ვრცელ ოთახში, რომლსაც ორივე მხრიდან კიბეები ჰქონდა . წინ კიდევ ერთი კარი იყო, რომელსაც სხვა ოთახებში გაყავდი . ამ ოთახში არც სკამები იდო და არც მაგიდა, არც სხვა რაიმე, მხოლოდ დიდი თაღი ეკიდა და ფანჯრებიდან შემოჭრილ სხივებს ირეკლავდა მისი თვლები . თაღზე თითქოს რაღაც არსება იჯდა, რომლის გარჩევაც რთული იყო სიბნელის გამო .
მარჯვენა კიბის ასასვლელთან მოხუცი კაცი გამოჩნდა, მეორე მხარეს კი ახალგაზრდა და თხრობა დაიწყეს :
– “ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი . “
– ფიქრში უცბათ ჩავიძირე, ტკივილი მომგვარა ნელი .
– “მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს. “
– რომ ეს სევდა შველას ითხოვს .
– “მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში .“
– რომ ციოდა გამყინავად, თუმც ვიწვოდი ცეცხლის ალში .
– “ სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას ”
– სიკვდილმა წარმტაცა იგი, ვეღარ შემოაღებს კარს .
– “ გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის. ”
– არარა აღარ მსურს ჩემთვის, შური მმოსავს ავი ღმერის .
– “ სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის .”
– ყორანი შემოფრინდა და მართალი ვთქვა, ძლიერ მიკივირს .
– “ იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას .”
– არვის სძალუძს რომ მიბაძოს, ამ ყორანის ბოროტ ხმას !
– “მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი “ლენორ!” შემომესმა ხმა. “
– არ მჯერა, რომ შეუძლია ყორანს მსგავსი სიტყვის თქმა !
– “ სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას. ”
– მეტიც, ის იღებდა ხმას !
– “ “თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?” “
– უმალ თქვა მან – “არარას”
– “უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული. “
– რომ ყორანი შემოიჭრას და წარმტაცოს ღამით სული .
– “წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს .”
– თუმცა, ვგონებ, დამიტოვებს ფიქრებში მწუხარე კვალს .
– “ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს .”
– თვალებში მიბნელდება და დავკარგავ მალე მთლად თავს .
ყორანი დაიჭყავლებს და ორივე მას ახედავს .
– “მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები . “
– გთხოვ დამტოვო,მიმატოვო, აღარ მძალუძს გევედრები .
– “ ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს. ”
– და მახსენებ აწ გარდაცვლილს, ჩემ საყავრელ წმინდა ქალს .
– “ მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები. ”
– აღარც ვცოცხლობ, ვეღარც ვკვდები …
– “ ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს. ”
– ვერ ვივიწყებ ტკბილ წარსულს და ვეჭიდები წასულ წამს .
– “ ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას ?”
– ყვავი ამბობს : არარა, მე კი მის ხმას ვატან ქარს !
თაღის ბნელი ნაწილიდან ყვავი გამოფრინდა და დაიჭყავლა : “არასდროს” .
გამეღვიძა, კარავში ვიყავი, მზე უკვე ამოსულიყო. ყორანის სიტყვები კი მუდამ დამსდევდა, როგორც ჩრდილი და მართლაც არ მანებებდა თავს წარსულის ლანდი, რომელიც უბედურს მხდიდა და ეს ტანჯვა გრძელდებოდა სამუდამოდ .
ლექსის ნაწილი ამოღებულია ედგარ ალან პოს : “ყორანიდან”
ლუკა ბაკურაძე | სამშაბათი, 22 მაისი, 2018

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ